ხვალ, 15 მარტს, 15:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა საქართველოს ეროვნულ არქივში ფოტოგამოფენა "ძალადობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.
გამოფენაზე აფხაზეთის ომისა და ომის შედეგების ამსახველი 50-მდე ფოტო და 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში დაღუპული მეომრების პირადი საქმეები იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო, აფხაზეთში ქართველთა გენოციდის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებას გამართავს.