სახელმწიფო უნივერსიტეტებს მართვის ორგანოების შემოღებას კანონი აღარ დაავალდებულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში.
მთავრობის საპარლამენტო მდივანის გია ხუროშვილის განცხადებით,
მთავრობის მიერ ინიცირებული "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" ცვლილებები ითვალისწინებს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის გაზრდას.
"აკადემიური პროცესების მართვას უნივერსიტეტი თავად გადაწყვეტს, რომელი მიმართულებით ჩამოაყალიბოს მართვის ორგანოები. თუ დღეს, განსაზღვრული იყო კანონით, რომ უმაღლეს სასწავლებს აუცილებლად უნდა ჰქონდა წარმომადგენლობით საბჭო, აკადემიური საბჭო, მსგავსი სავალდებულო ნორმები კანონში აღარ იქნება და ეს საკითხები წესდებით დარეგულირდება", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, უნივერსიტეტს მიენიჭება უფლება თავად გადაწყვეტს, რომელი მართვის ორგანოები ექნება.