რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფს, მის შვილებსა და უახლოეს გარემოცვას რუსეთის ფედერაციაში შესვლა ეკრძალებათ. მათ ასევე ეკრძალებათ ტრანზიტი რუსეთის გავლით და რუსეთში ფინანსური ოპერაციების წარმოება. აღნიშნული ბრძანებულება კრემლის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ნუსხაში, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში შესვლა ეკრძალებათ კადაფის ჩათვლით 16 ადამიანია.
მეორე სუსხაში არის იმ ადამიანთა ჩამონათვალი, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ფინანსური ოპერაციების განხორციელება.
ამ ნუსხაში ექვსი ადამიანის სახელი და გვარია - თავად ლიბიის პრეზიდენტის, მისი ოთხი ვაჟის და ქალიშვილის.