პრეზიდენტმა პარლამენტს დღეს წარუდგინა საგანგებო წარდგინება საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს კანდიდატურებთან დაკავშირებით, სადაც შეყვანილია ყველა დაინტერესებული პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიერ დასახელებული კანდიდატები.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბაქრაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გასულ დღეებში პრეზიდენტთან მიმდინარეობდა კონსულტაციები და `მიუხედავად იმისა, რომ დაკომპლექტების პროცესი ფინალურ ეტაპზე იყო, პლურალიზმის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ჯგუფის ინტერესი.~
დავით ბაქრაძემ მოუწოდა აპასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს დაიწყონ კონსულტაციები და შეთანხმდნენ კანდიდატურებზე საკუთარი კვოტების დასაკავებლად. მან აქვე მზადყოფნა გამოთქვა მიიღოს მონაწილეობა ამ კონსულტაციებში.