დღეს, 14 მარტს, 13:00 საათზე, კომპანია "ბერტა" ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის მცხეთის რაიონ სოფელ წეროვანში მედიატურს მართავს.
კომპანია "ბერტას" ქარხნის ინდუსტრიული კომპლექსი 5 ძირითადი შენობისგან შედგება, რომელიც 7 ჰექტარს მოიცავს.
"ბერტა" საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებების პროდუქტების პირველი და უდიდესი მწარმოებელია ამიერკავკასიის რეგიონში.
კომპლექსი 2010 წელს აშენდა და წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. მასში შედის 5 დამოუკიდებელი საწარმო: საპნის საწარმო, ფხვნილის საწარმო, შამპუნის საწარმო, თხევადი სარეცხი და საწმენდი საშუალებების საწარმო, საოჯახო საპნის საწარმო.
მედიაწარმომადგენლები თითოეულ საწარმოს მოინახულებენ, დაესწრებიან მუშაობის პროცესს და შეხვდებიან ყველა საწარმოს მენეჯერს.
მასალის გამოყენების პირობები