"როდესაც მომაკვდინებელი ვირუსი "H2N2" მომაკვდინებელ მასშტაბებს მიაღწევს, იგი გაცილებით იმაზე უარესი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივი ე.წ. ღორის გრიპი და ჩვენი პლანეტის მილიონობით მკვიდრისათვის დაღუპვის მიზეზი გახდება", - ეს განცხადება "Vaccine Research Center" -ის სპეციალისტებმა გააკეთეს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ "H2N2" ვირუსის იმუნიტეტი ჩვენს თანამედროვეობაში არავის ექნება, იმ ადამიანების გამოკლებით, რომლებმაც გადაიტანეს ეს დაავადება გასული საუკუნის 50-იან 60 -იან წლებში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
სპეციალისტების აზრით, ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი საშუალება იქნება საერთო პროფილაქტიკური ვაქცინაცია.
ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ აუცილებელი ვაქცინა უკვე არსებობს, თუმცა ჯერჯერობით მასზე მოთხოვნილება არ არის.