იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და თიბისი ბანკი კიდევ ერთ ახალ სერვისს სთავაზობს ბიზნესის დაწყების მსურველებს.
დღეიდან, საჯარო რეესტრში ინდმეწარმის ან შპს-ს დარეგისტრირების, მეწარმის სახელზე, თიბისი ბანკში ავტომატურად გაიხსნება მისი საბანკო ანგარიში. მეწარმეს ორგანიზაციის ფინანსური ოპერაციების განხორციელება ამ ანგარიშით შეეძლება.
აღნიშნულ მომსახურებას მათ საჯარო რეესტრის მიმღები ოპერატორები გაუწევენ. მომხმარებელს აღარ დასჭირდება ბანკში ვიზიტი საბანკო ანგარიშის გასახსნელად. ანგარიშის ნომერს მეწარმე მის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს. თიბისი ბანკში ანგარიშის გახსნა უფასო და ნებაყოფლობითი პროცესია.
ამ ეტაპზე, საჯარო რეესტრი მსურველებს საბანკო ანგარიშის გახსნას , თიბისი ბანკის გარდა, პრივატ ბანკშიც თავაზობს.
საჯარო რეესტრი მოლაპარაკებას სხვა საბანკო დაწესებულებებთანაც აწარმოებს. უახლოეს მომავალში დაინტერესებულ პირებს, ბიზნესის რეგისტრაციისთანავე, ნებისმიერ ბანკში ავტომატურად შეეძლებათ საბანკო ანგარიშის გახსნა.