ველური მცენარის გამაოგნებელი და ენით აღუწერელი სილამაზის ერთადერთი ყვავილი ხუთი ათასი დოლარი ღირს.
საუბარია ორქიდეაზე, რომელიც "კინაბალუს ოქროს" სახელითაა ცნობილი. ყვავილი პლანეტის ერთადერთ ადგილას _ ტროპიკულ კუნძულ ბორნეოზე, კინაბალუს მთაზე იზრდება.
ამ არაჩვეულებრივად ლამაზი ყვავილის ფასი მთელი წლის განმავლობაში მაღალი რჩება. ასეთი საჩუქრის გაკეთება საყვარელი ადამიანისთვის ყველას არ შეუძლია. ამის მიუხედავად, ყოველწლიურად, მსოფლიოში მთის ორქიდეას ბევრი ყვავილი იყიდება.