საქართველოში "ტრამპ ჰაუერის" ინვესტიცია ჩაიდება. შეთანხმება გავლენიანი ამერიკელი მილიარდელის დონალდ ტრამპის ორგანიზაციასთან უკვე გაფორმებულია. მას ხელი ნიუ იორკში, კომპანიის სათაო ოფისში მოეწერა.
ამერიკელი მილიარდელის კერძო ინვესტიცია პირველ ეტაპზე 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა და ის ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსებისა და სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს.
მშენებლობა თავდაპირველად ბათუმში დაიწყება.
საცხოვრებელ კომპლექსებში ბინების გარდა განთავსდება სამორინეები და საოფისე ფართები.
დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს.