ექსპერტი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს მინისტრერიალზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მესიჯები არ გაკეთდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გოგი ხუციშვილმა განუცხადა, დღეს მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება დროში გაწელილი პროცესია და ეს მყისიერად არ მოხდება.
ექსპერტის თქმით, დღევანდელ მინისტერიალზე იქნება სამუშაო პროცესი, სადაც საუბარი შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე პროგრამების განხორციელების საკითხებს.
"დღეს მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ახლო პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ, დღევანდელ მინისტერიალზე საუბარი შეეხება იმ პროგრამებს, რომელიც საქართველოში ნატოში ინტეგრაციის ფარგლებში ხორციელდება. დღეს იქნება ანგარიშის ჩაბარება თუ როგორ ხორციელდება აღნიშნული პროგრამები. რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სწრაფად მოხდება საქართველოს ნატოში მიღება", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოგი ხუციშვილმა.