გარემოს დაცვის სამინიტროს ბიუჯეტის ასიგნებების ნახევარზე მეტი, 12 მლნ. ლარი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ასიგნებებში გადავა.
"სახელმწიფო ბიუჯეტში ცვილების გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციამ გამოიწვია, შესაბამისად მოხდა სამინისტროს ბიუჯეტის ენერგეტიკისა და ბუნებრივი დაცვის და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე გადანაწილება", - ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განაცხადა.
პეტრიაშვილის განმარტებით, ხაჩიძის უწყებისგან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტს 118 ათასი ლარი გადაერიცხება, რომლითაც ნაპირდაცვის სამუშაოებზე მომუშავეთა ხელფასები დაფინანსდება.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ლიცენზიებთან დაკავშირებული საკითხების გადასვლის გამო 9 ერთეულ მომუშავეთა რიცხოვნების დაფინანსებისთვის გათვალისწინებული 112 ათასი ლარი ხეთაგურის უწყების ბიუჯეტს დაემატება.
სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად გარემოს დაცვის სამინისტროს 15 მილიონი ლარი დარჩება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტში გარემოს დაცვის სამინისტროს ასიგნებები 27 მლნ 207 ათას 900 ლარით იყო განსაზღვრულია.