მთიანი ყარაბახის დარეგულირების განცხადება, რომელსაც ხელი აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტენმა ილჰამ ალიევმა, სერჟ სარგსიანმა და დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს დიდი მნიშვნელობის მატაარებალი არაა. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა განაცხადა.
"ყარაბახის პრობლემის მოგვარებაში პრეზიდენტებმა ერთი სანტიმეტრიტაც ვერ წაიწიეს წინ. ომის შესაძლებლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არაა", - აცხადებს ფელგენგაუერი.
მისი თქმით, პრეზიდენტების მიერ მიღებულ განცხადებაში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მათ ექნებათ საკითხების მშვიდობიანად გადაწყვეტის მისწრაფება და ერთადერთი ნათელი ფორრმულირებაა "გაგრძელდეს ანალოგიური სამმხრივი შეხვედრები".
ფელგენგაუერი აცხადებს, რომ თუ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმება საომარი მოქმედებების განახლება "თითქმის გარდაუვალია" და დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში არ შესუსტდება.
"ამჟამად მინდინარეობს თანდათანობითი ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში", - განაცხადა რუსმა ექსპერტმა.