უცხოური მედიის ინფორმაციით, ნიუ იორკში ქურდობისთვის საქართველოს სამთავრობო დელეგაციის თანხმლები პირი დააკავეს.
როგორც "ნიუ-იორკ ვები" წერს, დიპლომატიური ხელშეუხებლობით მოსარგებლე ოლეგ შარიფოვის აყვანა 6 მარტს, მაღაზია Century 21-ში, ქურდობის ფაქტზე მოხდა.
მისივე ინფორმაციით, 33 წლის შარიფოვმა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის თანმხლები პირი იყო, მაღაზიაში 443 დოლარისა და 62 ცენტის ღირებულების ნივთები მოიპარა.
"პოლიცია დაუკავშირდა სახელმწიფო დეპარტამენსტს, სადაც მას დაუდასტურეს, რომ შარიფოვი სარგებლობდა სრული დიპლომატიური ხელშეუხებლობით, რის გამოც მისი დაკავება ანულირებული იქნა, ბრალი კი მოხსნილი, პიროვნება მისიის წარმომადგენლებს გადაეცათ", - წერს გამოცემა.
"ნიუ-იორკ ვების" ცნობით, ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ უკვე დაადასტურა, რომ ოლეგ შარიფოვი ნამდვილად საქართველოს მოქალაქეა.