ამერიკულმა გამოცემა Business Insider-მა შეადგინა 18 ქვეყნის რეიტინგი, რომელთაც დეფოლტი ემუქრებათ. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო საგარეო ვალის მოცულობა, პოლიტიკური და ფინანსური სტაბილურობა. Business Insider-ის რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე აღმოჩნდა ვენესუელა, სადაც სამთავრობო ვალების დაბრუნება გართულებულია, რაც ნავთობის მოპოვების შემცირებას უკავშირდება.
მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც დეფოლტის მიზეზად დასახელებულია ხელისუფლების მიერ ეკონომიკის რეგულაციის მკაცრი ზომების გატარების საფუძველზე ქვეყანაში არსებული მღელვარება. მესამე ადგილზეა არგენტინა. აქ დეფოლტის მიზეზად ინფლაციის მაღალი დონე სახელდება, მეოთხე ადგილზეა ირლანდია - მიზეზი საბანკო კრიზისი.
მეხუთე ადგილზეა პორტუგალია, რომელსაც მიმდინარე წელს 20 მლრდ. ევროს საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი.
Business Insider-ს რეიტინგის მიხედვით, უკრაინა მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა, სადაც დეფოლტის მთავარ მიზეზად ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი და საგარეო ვალის დიდი მოცულობა სახელდება. რეიტინში შემდგომ მოდიან ქვეყნები: ლიბია, ეგვიპტე, ბაჰრეინი. რეიტინგში ასევე მოხვდნენ ევროკავშირის შემდეგი ქვეყნები: ესპანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, რუმინეთი, ლიტვა და უნგრეთი. ყველა ამ ქვეყანას გააჩნია პრობლემები საბანკო სექტორში, ინფლაცია და პოლიტიკური არასტაბილურობა.