ირანი სომხეთს ტებრიზ-სომხეთის საზღვრის ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის 60 მლნ. დოლარს გამოუყოფს. ირანში აცხადებენ, რომ სომხეთის სასაზღვრო ავტომაგისტრალი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის აქტიურ კონტაქტებს და რეგიონის ამ მიმართულების განვითარებას.
2009 წელს, სომხეთმა და აზრიის განვითარების ბანკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, 550 კილომეტრიანი ირანი-სომხეთის ავტომაგიტრალის მშენებლობის დაფინანსებაზე, რისთვისაც 500 მლნ. დოლარის გამოყოფა დაიგეგმა. აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 1,5 მლრდ დოლარია.
ამჟამად დაფინანსებულია პროექტის პირველი ეპატი, რისთვისაც 300 ათასი დოლარი უკვე დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ძველი მაგისტრალის რეკონსტრუქცია და საავტომობილო გზის გაფართოება სომხეთიდან ირანის მიმართულებით და საქართველოს საზღვრამდე, რათა ამ სამი ქვეყნის საავტომობილო გზებით დაკავშირდა მოხდეს.