ნატომ ლიბიის 24-საათიანი საჰაერო დაზვერვის გადაწყვეტილება მიიღო. მისიაში ჩართული იქნება საზღვაო ძალებიც.
ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მოკავშირეები არ აპირებენ სამხედრო ინტერვენციას, თუმცა სამხედრო ძალა მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მოვლენათა განვითარების შესაბამისად იმოქმედოს.
მისივე თქმით, ნებისმიერ ამგვარ გადაწყვეტილებას წინ გაეროს მზანდატი უნდა უძღვოდეს.
"ჩვენ არ ვაპირებთ ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას, მაგრამ ვთხოვეთ ჩვენს სამხედროებს, რომ მზად ჰქონდეს სათანადო გეგმები მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის. ჩვენ გადავწვიტეთ რეგიონში გავაგზავნოთ საჰაერო და საზღვაო დაზვერვა. ამაში ნატოს სამხედრო კონტიგენტის ვერტმფრენები ჩაერთვებიან, რომლებიც რეგიონში კონტრტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობენ. კონტროლი 24 საათის განმავლობაში განხორციელდება, რის შედეგადაც სრული ინფორმაცია გვექნება მოვლენებზე", - აღნიშნა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომი გრძელდება.