ლიბიაში დატყვევებულმა მეზღვაურებმა ქვეყნის დატოვება მოახერხეს.
საქართველოს მოქალაქეებმა ცხელი წერტილიდან გაქცევა გემით, ქალაქ მისურატას დაბომბვისას შესძლეს. ამ დროისთვის ხუთივე მოქალაქე მალტაში იმყოფება.
აღნიშნულის თაობაზე მეზღვაურებმა საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით თავად გააგებინეს. მათივე ინფორმაციით, ხომალდს, რომლითაც მათ ლიბიის დატოვება შესძლეს, ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაურები ლიბიაში ტყვეობაში უკვე ერთ წელზე მეტი იმყოფებოდნენ.