ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მიანმას საზღვართან 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით 2 ადამიანი ემსხვერპლა და 8 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
როგორც ჩინეთის სეისმოლოგიური სამსახური იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი იუნანის პროვინციაში, დედაქალაქ პეკინიდან 1500 მილის მოშორებით დაფიქსირდა.