დღეს, 10 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება კონფერენცია, რომელიც შეაჯამებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "საჯარო სამსახურების დაძმობილების" პროექტის ფარგლებში საქართველოს მიერ უმაღლესი განათლების სფეროში გაწეულ საქმიანობას.
პროექტი შეეხება საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას ბოლონიის სამოქმედო გეგმაში დასახული მიზნების მიღწევისთვის.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ განათლების და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი.