დღეს, 10 მარტს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეწვევა. მინისტრის მოადგილე სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან იუსტიციის სამინისტროს სერვისების სფეროში განხორციელებული რეფორმების, იუსტიციის სახლების კონცეფციისა და ID ბარათების პროექტის შესახებ ისაუბრებს.
სამოქალაქო რეესტრი მიმდინარე წელს მუშაობის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. 2011 წლის ზაფხულიდან საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა იწყება. ID ბარათები არსებითად შეცვლის სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან. იუსტიციის სამინისტროში ახალი კონცეფცია მუშავდება - იქმნება იუსტიციის სახლები, სადაც მოქალაქეს ერთ სივრცეში შეეძლება სახელმწიფო სექტორში არსებული სერვისების მიღება. გარდა ამისა, ამავე სახლებში იქნება განთავსებული კერძო სექტორიც.
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.