დღეს, 10 მარტს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ასად ალამი ეწვევა. დოქტორი გამართავს მსოფლიო ბანკის სემინარს თემაზე: "სახელმწიფოს ზრდადი როლი პოსტკრიზისულ მსოფლიოში".
ასად ალამი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მფლობელია. მსოფლიო ბანკის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორი სხვადასხვა დროს ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და ევროპაში მუშაობდა; 2009 წლის იანვრიდან კი, ასად ალამი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორად დაინიშნა.