დღეს, 3 დეკემბერს, 16:00 საათზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთი ნაწილის კონსენსუსის შედეგადა მიღწეული.
კანონპროექტით ძირითადად დედაქალაქის მერის და საკრებულოს არჩევის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესები იცვლება, ასევე იცვლება რიგი საარჩევნო პროცედურების და გასაჩივრებების ვადები. უცვლელი რჩება საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობების დაკომპლექტების და არჩევის წესი
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტზე პოლიტიკური პარტიები 10 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.