"ჰაფინგტონ პოსტმა" 10 საუკეთესო ქვეყანა დაასახელა, რომელიც 20 წლის წინ არ არსებობდა და ყველაზე მეტად განვითარდა. "ჰაფინგტონ პოსტი" აცხადებს, რომ ეს ქვეყნები ყველამ უნდა მოინახულოს. აღნიშნულ რეიტინგში, ყაზახეთის გარდა, პოსტსაბჭოთა სივრცის არც ერთი ქვეყანა არ მოხვედრილა.
როგორც გამოცემა მიიჩნევს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩეხეთი ყველაზე მეტად განვითარდა.
"ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ჩეხეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან განვითარდა. ჩეხეთი განვითარდა ინფრასტრუქტურულადაც. აქ არის მაღალხარისხიანი ლუდის ფართო არჩევანი. ტურისტს ბრწყინვალე შესაძლებლობა აქვს, მოაწყოს ლაშქრობები და სამთო ტურები. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღასა და ქალაქ ჟიჟკოვში მშვენივრად დაისვენებ", - ასე ახასიათებს რეიტინგის შემქნელი ჩეხეთს.
რეიტინგში მეორე ადგილზე აღმოსავლეთ ტიმორი მოხვდა. აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა 2002 წელს მოიპოვა, როდესაც ინდონეზიას გამოეყო. როგორც გამოცემა წერს, დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყანამ ძლიერი ტურისტული განვითარება პოვა.
ათეულში ყოფილი იუგოსლავიის 3 ქვეყანა მოხვდა: სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა და მონტენეგრო. მე-10 ადგილს იკავებს კოსოვო. რომელიც 2008 წლამდე სერბეთის შემადგენლობაში იყო.
"ჰაფინგტონ პოსტმა" მკითხველს ასევე ერითრიის, სლოვაკეთისა და პალაუს მონახულება ურჩია.