საქართველოში პოლიციას მოსახლეობის 84 % ენდობა.
ასეთია "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ის მიერ 2010 წლის სექტემბერი-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგი. საქართველოს ძალოვანი უწყების მიმართ უნდობლად მოსახლეობის მხოლოდ 10 %-ია განწყობილი.
გარდა ამისა, ამავე ანგარიშის შესაბამისად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გამოკითხულთა მხოლოდ 0.4%-ს მოუწია მომსახურების სანაცლოდ ქრთამის გადახდა, ხოლო 98%-ს ქრთამის მიცემის შემთხვევა არ ჰქონია;
რაც შეეხება კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ 2010 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგებს,გამოკითხულთა 70% მიიჩევს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, უკანაკნელი ორი წლის განმავლობაში სიტუაცია გამოსწორდა, 8%-ის აზრით კი, პირიქით, გაუარესდა.