პოლიციაში კორუფციის დაბალი დონის მიხედვით საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის პირველ ხუთეულშია.
ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International)-ის ანგარიშშია ნათქვამი.
კვლევის: "გლობალური კორუფციის ბარომეტრი 2010" მიხედვით საქართველოს მხოლოდ ფინეთი, დანია, ნორვეგია და შვეიცარია უსწრებენ.
ამავე ანგარიშის შესაბამისად, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს მოუწია ცხრა სახელმწიფო დაწესებულებიდან ერთ-ერთისთვის ქრთამის მიცემა.
აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო შედის ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების ჯგუფში ავსტრალიასთან, კანადასთან, დანიასთან, ფინეთთან, გერმანიასთან, ისლანდიასთან, ისრაელთან, ჰოლანდიასთან, ნორვეგიასთან, ესპანეთთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად.
გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ უკანაკნელი სამი წლის განმავლობაში კორუფცია შემცირდა, ხოლო 9%-ს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს.