მგზავრობის ღირებულება კიდევ რამდენიმე სამარშრუტო ხაზზე გაძვირდა.
ამჯერად 10 თეთრით მოიმატა 120, 10 და 105 ნომერი სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის ღირებულებამ. გაძვირების შემდეგ 120 ნომერი სამარშრუტო ტაქსის მგზავრობის საფასური 50 თეთრი გახდა, 10 ნომერის - 60, ხოლო 105 ნომრის - 40 თეთრი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნული ხაზის მძღოლებმა განუცხადეს, ღირებულების გაზრდა ნავთობზე ფასის მატებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში მგზავრობის საფასური კიდევ რამდენიმე სამარშრუტო ხაზზე გაძვირდა, მათ შორის თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებზეც.