ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გაწმენდით სამუშაოებს ძლიერი თოვა და ნისლი ართულებს.
ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები მას შემდეგ განახლდება, რაც ზვავსაშიშროება მოიხსნება.
შეზღუდვები არ მოქმედებს გუდაურამდე მისასვლელ გზაზე, ამ მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.