ჟანგბადის ბალონების აფეთქების შედეგად თემქაზე მდებარე ლიმონათის საამქროში სამი ადამიანი დაშაავდა. ინციდენტი საწარმოს თანამშრომლების მიერ ბოთლების დატუმბვის დროს მოხდა.
ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, დანარჩენი ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის შედეგად შპს "სამეფოში შვიდის" საკუთრებაში მყოფი საწარმოც დაზარალდა.
ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ეპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს აფეთქების გამომწვევი მიზეზის დადგენა და ზარალის დათვლა.