ლიბიის ლიდერი, პოლკოვნიკი მუამარ კადაფი ამერიკულ, ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ კომპანიებს ლიბიაში დაბრუნებისკენ და სამუშაოების განახლებისკენ მოუწოდებს. კადაფის თქმით, ამერიკული ნავთობკომპანიები დიდ სარგებელს ნახავენ თუ ისევ დაბრუნდებიან ლიბიაში.
"ამერიკული ნავთობკომპანიები დიდ სარგებელ ნახავენ თუ ისევ დაბრუნდებიან ლიბიაში. ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ კომპანიათა ინტერესის სფეროში შედის ისევ დაუნრუნდნენ სამუშაოებს", - განაცხადა კადაფიმ.
კადაფის თქმით, ლიბია ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში არალეგალური მიგრაციის კარჩამკეტია და ევროპა ამ მხრივ მათზეა დამოკიდებული.
"ჩვენ ვართ შემაკავებელი მილიონობით შავკანიანი ემიგრანტისა, რომლებიც საფრანგეთსა და იტალიაში უკანონოდ გადასვლას ცდილობენ. ლიბია მნიშვნელოვან როლს ასრულებს უსაფრთხოების კუთხითაც, ჩვენთან სტაბილურობა რეგიონული სტაბილურობის ტოლფასია", - აღნიშნავს კადაფი.