დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ოფისში ვიდეოკონფერენცია გაიმართება.
ვიდეოხიდში ბრიუსელი, თბილისი და ქაბული ჩაერთვებიან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე დიპლომატიის საკითხებში სტეფანი ბაბსტი.
კონფერენციის მთავარი თემაა ლიდერ ქალთა როლი გადაწყვეტილების მიღების პროცეში.
ქართული მხრიდან ვიდეოკონფერენციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.