აზერბაიჯანში ახალი კინოკონკურსი იწყება, რომელშიც მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ აზერბაიჯანის სახელმწიფო და დამოუკიდებელ ტელესტუდიებს. საჭირო საბუთები დაბეჭდილი ვერსიით უნდა წარადგინინონ კულტურის სამინისტროში 30 აპრილამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: ფილმის სცენარი ნებისმიერი ფორმატისა და ჟანრის, ინფორმაცია რეჟისორის, სცენარის ავტორისა და პროდიუსერის შესახებ. ასევე მითითებული უნდა იყოს სტუდიის ავტორი და დასახელება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ასევე კინოსტუდიის რეგისტრაციის საბუთი, ფოსტისა და ბანკის რეკვიზიტები და სცენარის ავტორის, რეჟისორისა და პროდიუსერის საკონტაქტო ტელეფონები.
ჟიური აირჩევს ხუთ საუკეთესო პროექტს. გამარჯვებულთა ვინაობა კი გარკვეული იქნება მაისის დასაწყისში.