საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს, მაგრამ სისტემა ზედმეტად მკაცრი არ უნდა იყოს.
"ახლა ცვლილება ხდება საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელობაში. გადასახადების თემას სხვა სისტემით უნდა მივუდგეთ. ახალ ხელმძღვანელებს დაევალათ, რომ იყვნენ მაქსიმალულად სამართლიანები, თუმცა ზედმეტი არ მოუვიდეთ _ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი წნეხის განცდა. გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს. ეკონომიკა უნდა გათეთრდეს, მაგრამ მაგრამ ზღვარს ერთი წუთით არ უნდა გადავაჭარბოთ", - განაცხადა სააკაშვილმა რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტს ჯაბა ებანოიძე დაიკავებს.