დღეს სასტუმრო "რედისონში" გამართულ კონფერენციას_სახელწოდებით "ახალი ქართული კონსერვატიზმი" ექსპერტები, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
როგიორც მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, მან გაიზიარა საზოგადოების სხვადასხვა ფენის რჩევები და ახალი ნაციონალური პროექტი_"ახალი ქართული კონსერვატიზმი" გათვალისწინებულ რეკომენდაციებთან ერთად წარადგინა.
კერძოდ, აღნიშნული პრეამბულა სხავადასხვა დროს განხილულ იქნა ქართულ აკადემიაში, ექსპერტთა კლუბში, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. სწორედ მათთან შეხვედრის შედეგად ახალ ნაციონალურ პროექტში გაითვალისწინეს რეკომენდაციები, რომლებიც პროექტს დამატების სახით დაერთო.
როგორც დავით მაღრაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ახალი ქართული კონსერვატიზმი არის მოსინჯვის გზა ქართულ სააზროვნო სივრცეში საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზა გახლავთ საქართველოს სულიერი გადარჩენისა და კლასიკური ევროპული ტრადიციის გასაგრძელებლად".
მისივე თქმით, საპროტესტო აქციების დროს ჩვენი მოქალაქაეები გამოხატავენ არა იმას, თუ რა სურთ, არამედ მხოლოდ იმას, რაც არ მოსწონთ. "ამ პროექტის პრეამბულა კი ის ძირითადი პრიორიტეტია, რაც ჩვენი საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი. ეს პრეამბულა კი მოკლედ ასე გამოიხატება: ანტიკური სიბრძნე_ქრისტიანული ზნეობა_კლასიკური განათლება_თავისუფალი პიროვნება!"_აღნიშნავს დავით მაღრაძე.