"დაანონსებული რევოლუციების არ მჯერა. რევოლუციებს ახდენენ არა პოლიტიკური ლიდერები, არამედ რევოლუციას ახდენს ხალხი ხელისუფლების უგუნური და მცადარი ქმედებების შედეგად", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ
აღნიშნულ კონტექსტში, გამყრელიძე ხელისუფლებას ეკონომიკური რეფორმების თავლსაზრისით და ინფლაციის დასაძლევად ადექვატური ნაბიჯების გადადგმას, ანტკიკრიზისილი გეგმის განხორციელებას, ასევე დემოკრატიის განვითარებისთვის კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციური ე.წ. რვიანის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე წასვლას ურჩევს.
"არ მაქვს მოლოდინი, რომ 9 მარტს რაღაც დასრულდება და იქიდან ახალი ათვლის წერტილი დაიწყება. იმედი მაქვს, რომ 9 მარტს ხელისუფლება კონკრეტული შემოთავაზებით მოვა და დაახლოებით მარტის ბოლომდე ველოდებით სრულ სურათს, რამდენად მზადაა და რამდენად სურს მას საარჩევნო გარემოს რეალურად გაუმჯობესება", - განმარტა გამყრელიძემ.
"თუ ამის სურვილს ხელისუფლება არ წარმოაჩენს, ეს იმის დასტური იქნება, რომ ის უბიძგებს ხალხს ბრძოლის სხვა მეთოდზე იფიქროს. მე ვფიქრობ, რომ ქუჩამ კარგი არასდროს მოუტანა ამ ქვეყანას და არც მომავალში მოიტანს. ჩვენ არანაირი რევოლუციის მოწყობას არ ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორი და მცდარი გზაა, მაგრამ არც ხალხის ნების წინააღმდეგ წავალთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხის ნება იყოს სხვანაირი და ხალხის ნების გამოხატვის საშუალება იყოს არჩევნებზე და არა რევოლუციებზე", - დასძინა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია ოპოზიციური ე.წ. რვიანის შეთავაზებულ წინადადებებზე "პასუხების გაცემას" 9 მარტიდან დაიწყებს.