"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საქართველოსთან სიტუაცია სტაბილიზდება", - იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-15 რაუნდის შედეგების კომენტირებისას.
"უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან არსებულ საზღვრებზე არსებული სიტუაციის განხილვისას აღნიშნა, რომ სტაბილურობა მყარდება, მცირდება რაოდენობა დაკავებებისა და არის პოზიტიური დინამიკა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტების გახშირებისა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამას მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, რომლებმაც მუშაობა რეგულარულ საფუძველზე დაიწყეს.
"მონაწილეებმა აღნიშნეს პოზიტიურობა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ქართულ და ოსური მხარეს შორის შემდგარი, ორივე მხრიდან დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისა და გამოთქვეს სურვილი იმისა, რომ გაცვლა მივიდეს პრინციპამდე ყველა-ყველაზე", - იუწყება სერგეი ლავროვის უწყება და აღნიშნავს, რომ დისკუსიების ფარგლებში ასვეე დადებითი შეფასება მიეცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას, რომელიც ახალგორის რაიონის მოსახლეობისათვის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებას ეხებოდა.
"ამავე დროს სერიოზული ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაყენებულ საკითხსაც, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურების მიერ აფხაზეთის მოქალაქის დაკავებას ეხებოდა. აღინიშნა, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ამგვარ ქმედებას ძალუძს დაძაბოს არსებული სიტუაცია ორი სახელმწიფოს საზღვარზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, რუსული მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მონაწილეობით საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების მიცემის საკითხის განხილვის ხელშეწყობის მზადყოფნა.
"განხილულ იქნა კონკრეტული წინადადებები აფხაზეთის გალის რაიონში და სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.