ოპოზიციურმა ე.წ. რვიანმა ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულების გაანგარიშების შესახებ ხელისუფლების ანალიზის პრეზენტაცია გამართეს.
როგორც სასტუმრო "ჰოლიდეიში" გამართულ პრეზენტაციაზე ე.წ. რვიანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების მიერ ბიომეტრიული პასპორტებით არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო თანხები გაბერილია.
"რიცხვები, რომლებიც ხელისუფლებას მოჰყავს უაღრესად გაბერილია და მას არანაირი საერთო არ აქვს რეალობასთან. ეს არის მცდელობა, რომ ასეთი მანიპულაციებით მანუარი თქვას არჩევნების ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარებაზე", - განაცხადა მელაშვილმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით თითოეული ბიომეტირული პირადობის მოწმობის თვითღირებლება (დღგ-ს ჩათვლით) 35,23 ლარია და უნდა დარიგდეს 3 750 ათასი ცალი.
"მთლიანი ხარჯი, რომელიც სახელმწიფომ მოსახლეობისთვის ასეთი ტიპის პასპორტების დასამზადებლად უნდა გასწიოს, ხელისუფლების გათვლებით 7 წლის განმავლობაში შეადგენს 132 130 500 ლარს. ბუნებრივია, ეს თანხა არის გაორმაგებული", - განმარტა მელაძემ.
ე.წ. პოლიტიკური რვიანის გათვლებით, ბიომეტრიული პასპორტებით ხმის მიცემა 66 მილიონ ლარს არ გადააჭარბებს.
"არითმეტიკა ნაციონალურად", - ასე ერქვა ანგარიშს, რომლის პრეზენტაციაზეც საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი.
მასალის გამოყენების პირობები