საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 721 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 10 243 (61%) ქალია, ხოლო 6 478 (39%) მამაკაცი.
8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღნიშნული კვლევა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სამმართველომ ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგისტრირებული მოსახლეობის საერთო რაოდენობის უმეტესობა - 52% ქალია.
ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელების ათეული: 1. მარიამი, 2, 3. ნინო(ნინი), 4. ანასტასია, 5. ელენე, 6. ბარბარე, 7. ლიზი, 8. ანა(ანი), 9. სალომე, 10. ნია.
ყველა ასაკის ქალებში გავრცელებული სახელები: ნინო, თამარი, მარიამი, მაია, ნანა, ქეთევანი, ნათელა, მანანა, ნათია, ანა.