აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები სამსახურებრივ მოვალეობას ახალი ავტომანქანებით შეასრულებენ. „Škoda"-ს ფირმის ავტომანქანები - Škoda Fabia, Škoda Octavia და Škoda Roomster-ი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტენდერის შედეგად შეიძინა. სულ შეძენილია 35 ავტომანქანა.
ახალი ავტომანქანებით მომარაგება აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებს მუშაობის პირობებს გაცილებით გააუმჯობესებს: უზრუნველყოფილი იქნება აღმასრულებლების უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რაც მათი სამუშაო დროის დაზოგვასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება.