შემოსავლების სამსახურს ჯაბა ებანოიძე უხედმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია, რომელიც პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილეც იყო თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა.
ჯაბა ებანოიძე დაიბადა 1971 წლის 31 ოქტომბერს.
1990-1995 წლებში
სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიურ
ფაკულტეტზე. იყო ამავე ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
1995-1996 წლებში მუშაობდა ნაგებობათა დიაგნოსტირებისა და მონიტორინგის ცენტრში გეოდეზიური ჯგუფის ხელმძღვანელად.
1997 წელს იყო შპს "NEO"-ის ამზომველთა ჯგუფის ხელმძღვანელი, 1998 წელს კი შპს "GEO"-ს გენერალური მენეჯერი.
1998 წლიდან ხელმძღვანელობდა რამდენიმე საერთაშორისო პროექტს:
1998-2000 წწ. - "მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი;
2001-2003წწ. - "მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის მენეჯერი;
2002-2003 წწ. - "მიწის პოლიტიკის შესახებ დიალოგის" პროექტის დირექტორი;
2003-2006 წწ. - "საქართველოში თემთა მობილიზაციის ინიციატივათა ხელშეწყობის" პროექტის დირექტორი;
1995 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვი ასოციაციის დირექტორად.
2005-2006 წლებში
ხელმძღვანელობდა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ რამდენიმე
პროექტს, იყო ACDI/AGVavagate-ის ტექნიკური დახმარების, მსოფლიო ბანკის
საზღვრების დემარკაციისა და კოლხეთის ნაციონალური პარკისათვის მიწების
გაცემის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიწის ბაზრის
განვითარების, KFW-ს მიწის კადასტრისა და სხვა პროექტების დირექტორი.
2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.
2009 წლის იანვრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2010 წლის ივნისიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.