კრემლმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა მომავალში შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ გარკვეული პირობების მიღწევის შემთხვევაში.
ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.
„ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ, ჩვენ ამას შესაძლებლად მივიჩნევთ“, - თქვა მან.
ამავდროულად, მან დასძინა, რომ რუსეთისთვის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის დოკუმენტების ხელმოწერისას, „მთავარ და ფუნდამენტურ საკითხად რჩება, თუ ვინ მოაწერს ხელს ამ დოკუმენტებს უკრაინული მხრიდან“.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების ჩამონათვლის გაცვლაზე და ამასთან დაკავშირებით სამუშაო მიმდინარეობს.
მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის შესახებ შეკითხვის პასუხად მან განაცხადა, რომ „პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების განხორციელება, მათ შორის ტყვეების გაცვლა ფორმულით 1000/1000-ზე“.
მან ასევე დასძინა, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. მისივე თქმით, კრემლი გაავრცელებს ინფორმაციას, თუ პუტინი და ტრამპი მიზანშეწონილად ჩათვლიან სატელეფონო საუბრის გამართვას“.