6 დეკემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრში, ნიკა მემანიშვილის დახმარებით დები გოგოჭურების სოლო კონცერი გაიმართება
კონცერტზე „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს" შესრულდება ხევსურული ფოლკლორი და ახლად შექმნილი სიმღერები მთის მელოდიებზე. დები გოგოჭურების შემოქმედებას დიდი ხანია იცნობს მთისა და ფოლკლურული სიმღერების მოყვარული საზოგადოება. დები აქტიურად მონაწილეობენ ფოლკლურულ ფესტივალებსა და საღამოებზე.
კონცერტში მონაწილეობა მიიღებენ ქეთევან, მარიამ, მანანა და თამარ გოგოგოგოჭურები და მათი ძმები - გიორგი, თორღვა და იმედა, აგრეთვე მეგობრები ზურა ბარბაქაძე, ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატები, შუქია ქეთელაური, სულთან ბორჩაშვილი და სხვები. საღამოს წარუძღვებიან გიო არაბული და ნანა ნაცაური.