ხვალ, 4 მარტს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს კანონპროექტს განახლებულ ვარინტს წარუდგენს, რომლის მიხედვითაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღარ გადადის და გარემოს დაცვის კომპეტენციაში რჩება.
ექსპერტები და დეპუტატები მოითხოვენ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე კონტროლის მექნიზმები შეუნარჩუნდეს და გარემოს დაცვის ინსპექცია ენერგეტიკის სამინისტროში გადატანის ნაცვლად, ხაჩიძის უწყებაში იყოს.
როგორც ცნობილია, ცვლილება შედის "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ ენერგეტიკის სამინიტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების უფლებამოსილებები გადაეცემა, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას, შესაბამის საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და კანონქვემდებარე აქტების დამტკიცებას.
ხეთაგურის უწყებას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებიც გადაეცემა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სატყეო სააგენტოს" და "ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს" რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბუნებრივი რესურსების სააგენტო", რომლსაც გადაეცემა ფუნქციები და უფელებამოსილებები, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვასა და სარგებლობის საკითხებს, მათ შორის თევზჭერასა და ნადირობას; ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცებას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხებისა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფის აღგენა გაუმჯობესების საკითხები.
მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტით, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო იურიდიულ პირს "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს" დაევალება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენა, ტყის ფონდის გაზრდასთან ან შემცირებასთან (სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვა და ფონდიდან ამორიცხვა), ასევე მიწის მიზნობრიობის შეცვლის საკითხები.
ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირები "ბუნებრივი რესურსების სამინისტრო" და "სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა", ასევე "გარემოს დაცვის ინსპექცია" და "საგამოძიებო დეპარტამენტი". კანონის ძალში შესვლიდან 2 თვის განმავლობაში "გარემოს დაცვის ინსპექცია" და "საგამოძიებო დეპარტამენტი" ლიკვიდირებული უნდა იქნეს.
სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ფუნქციები, რომელიც უკავშირდება გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეული მართვისა და სივრცული ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს "ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" გადაეცემა, ხოლო ნაპირდაცვის საკითხებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გააკონტროლებს.
კანონპროექტის თანახმად, "გარემოს ეროვნული სააგენტო" დარჩენილი ფუნქციებით გარემოს დაცვის სამინიტროს შემადგენლობაში რჩება.
საქართველოს მთავრობა ვალდებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემდეგ 2 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.