"საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს" მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგები ცნობილია. ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ ჯამში 265 671 ლარი შეადგინა.
1 დეკემბერს "საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა. აუქციონი გამოცხადებული იყო 26 ობიექტზე, აქედან 4 ობიექტის ლიცენზია გაიყიდა, დანარჩენ 22 ობიექტზე სამინისტროში განაცხადი არ შემოსულა.
აუქციონზე შემდეგი ობიექტების ლიცენზიები გაიყიდა:
სენაკი, სოფ. ძველი სენაკის ტერიტორიაზე "ძველი სენაკი" კირქვის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 79 497 ლ. შეიძინა შპს "ინდიკო"-მ.
თეთრიწყარო, სოფ. დურნუკის ტერიტორიაზე "დურნუკის" ბაზალტის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 124 245 ლ. შეიძინა შპს "ქართულმა ღორღმა"
ჩოხატაური, სოფ. ქვაბღას ტერიტორიაზე "ქვაბღას" ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინება. გასაყიდი ფასი 35 976 ლ. შეიძინა ფიზიკურმა პირმა.
დუშეთი, სოფ. ჩარგალის ტერიტორიაზე "ვაჟას წყაროს" მინერალური წყლის საბადოზე ნახშირმჟავა გაზის მოპოვება. გასაყიდი ფასი 25 953 ლ. შეიძინა შპს "ექსპერტ თრეიდინგ"-მა.