პარლამენეტი "საპარტნიორო ფონდისგან" მის წინაშე ანგარიშვალდებულების აღებას ითხოვს. როგორც კანონპროეტის განხილვის დროს საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდმომარემ ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია მოხდეს რაიმე ფორმის მოფიქრება, რომ "საპარტნიორო ფონდი" პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული იყოს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ჩხვაძის თქმით, აუცილებელია "საპარტნიორო ფონდში" პარლამენტის წევრიც შევიდეს, რომელიც მის საქმიანობაზე ერთგვარ კონტროლს განახორცილებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა "საპარტნიორო ფონდს" შეფერხებული პროექტების დაფინანსებისთვის ქმნის.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი განმარტავს, "საპარტნიორი ფონდი" ინვესტორების მოსაზიდად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და შეფერხებული პროექტების დაფინანსების მიზნით ყალიბდება.
"ფონდი დაეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს, მათ შორისაა ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც არ შეუქმნის ხელოვნურ კონკურენციას კერძო სექტორს. "საპარტნიორო ფონდიდან" დასაფინანსებელი პროექტები კონკურენტული წესით შეირჩევა, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებიც ნაკლებ თანადაფინანსებას მოითხოვს", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისი თქმით, "საპარტნიორო ფონდიდან" თანადაფინანსებას მიიღებს სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელი ის პროექტები, რომელთა ინვესტირება არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით უნდა განხორციელდეს, არასასოფლო დარგში კი არანაკლებ 30 მილიონი ლარის.
ასევე, შეუძლებელი იქნება "საპარტნიორო ფონდიდან" მომსახურების და უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციის თანადაფინანსება. რაც შეეხება "საპარტნიორო ფონდის" დაფინანსების წყაროებს, ხუროშვილის თქმით, კანონპროექტში ცალსახადაა ნათქვამი, რომ ის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება.
"ფონდში თანხები შეიძლება შევიდეს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების დივიდენდებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პრივატიზებიდან", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ფონდს სამეთვალყურეო საბჭო პრემიერ-მინისტრის მეთაურობით უხელმძღვანელებს.