2, 10 და 15 მარტს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში თბილისისა სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება .
შესრულდება ბახის, ვივალდის, ბოტეზინის, ჩიმაროზასა და მოცარტის ქმნილებები.
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში კონცერტი 19.30 საათზე დაიწყება. დღევანდელ პროგრამაშია ვივალდისა და ბახის ნაწარმოებები.