დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე მძღლების საპროტესტო გამოსვლებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მერიამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ტენდერის პირობებს.
"საინტერესო იქნებოდა, კომისიის სხდომაზე მოგვესმინა, თუ როგორ ჩატარდა ტენდერი. ახალი მანქანები რა პირობებით შემოვა და შეექმნება თუ არა ამ ხალხს დასაქმების პრობლემა.
აბაშიძის თქმით, მერიას უფრო მეტად უნდა ემუშავა ამ ხალხზე და მაშინ ასობით სამარშუტო ტაქსის მფლოებლი ქუჩაში აღარ გამოვიდოდა.