საკრებულოს დეპუტატები დედაქალაქის სამი ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ. საკრებულოს სახელდებისა და სიმობლიკის კომისია განსახილველად გამოიტანს შემდეგ საკითხებს: თბილიისის ისანი-სამგორის რაიონში ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან მდებარე გასასვლელისთვის ვახტანგ გორგასლის სახელის მინიჭების შესახებ.
ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს ტერიტორიაზე მდებარე ე.წ . მხატვრების დასახლებაში არსებული უსახელო ქუჩისთვის ფერმწერთა სახელის დარქმევის შესახებ.
გარდა ამისა, დაბა წყნეთში, დიდგორის რაიონში, ე. წ. "ა" ზონაში მდებარე უსახელო ქუჩასა და მასთან არსებულ 5 შესახვევს გიორგი შერვაშიძის სახელი მინიჭება.