დედაქალაქის სამედიცინო სექტორში დასაქმებულ პირებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათი დაუწესდებათ. ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. შეღავათები დაუწესდებათ უბნის ექიმებს, პედიატრებსა და ოჯახის ექიმებს. ისინი დედაქალაქში შეღავათიანი ფასით იმგზავრებენ. მათთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი იქნება.
ცნობისთვის ამ ტარიფით დედაქალაქში დაახლოებით 730 მედიკოსი ისარგებლებს.