"ბუნებრივი რესურსების მართვა გარემოს დაცვის სამინისტროს საქმე არ არის", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ გამართულ პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის კანონპროექტის პირველად მოსმენით განხილვისას აღნიშნა.
"ოპოზიცია ძალიან ცუდი ტერმინოლოგიით საუბრობს, როდესაც ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსგან ყველაფერი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. ეს ასე არ არის. რეორგანიზაციის შედეგად იქმნება ახალი სამინისტრო - ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინიტრო. ბუნებრივ რესურსებს გარემოს დაცვაში არაფერი ესაქმება", - აღნიშნა ბობოხიძემ.
მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს რჩება მხოლოდ გარემო დაცვითი ფუნქციები, რის შემდეგაც გარემოს დასაცავად ხელისშემშლელი არაფერი დარჩება და თავის მოვალეობას უკეთესად განახორცილებს.