მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დენის სილვესტერმა, დევიდ ბლაიმ და დევიდ უენტზოლფმა შექმნეს მსოფლიოში ყველაზე პატარა კომპიუტერული სისტემა.
კომპიუტერის მოცულობა ერთი კუბური მილიმეტრია. იგი აღჭურვილია მკროპროცესორით, ეკონომიური ენერგომარეგულირებელით, მახსოვრობის ჩიპით, ასევე მზის ბატარეებით.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს კომპიუტერები რამდენიმე წლის შემდეგ გამოვა გაყიდვაში და მომავლის კომპიუტერის პროტოტიპი გახდება.
რაც შეეხება მოწყობილობის დანიშნულებას, იგი ეხმარება პაციენტებს, რომლებიც გლაუკომით არიან დაავადებულნი, რადგან ის არეგურილებს თვალის შიდა წნევას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ასეთი კომპიუტერები გახდება პრაქტიკული გამოყენების ობიექტი.